უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოწოდება ევროკავშირს - ვიქტორ ორბანი ლიდერებს მიმართავს, დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარი თქვან მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის შიგნით უკრაინასთან დაკავშირებით მიდგომებში სტრატეგიული სხვადასხვაობაა, რომლებიც ვერ გადაილახება.