ნორვეგიული პრესა მკერდის კიბოს მკურნალობაში მიღწეული თვალსაჩინო პროგრესის შესახებ წერს
მკერდის კიბოს შემდეგ გადარჩენის პროგნოზი არასდროს ყოფილი უფრო უკეთესი, ვიდრე ახლაა. სამედიცინო კომპანია Helse Sør-Ost-ის პრესრელიზის თანახმად, ხუთწლიანი დაკვირვება ცხადყოფს, რომ მკერდის კიბოს შემდეგ გადარჩენის მაჩვენებელი 92,9 პროცენტამდე გაიზარდა - წერს Verdens Gang-ი.
„მკერდის კიბოს გადარჩენილი ქალების პროპორცია თანდათან გაიზარდა ბოლო წლებში და ეს ზრდა მკერდის კიბოს ადრეული გამოვლენისა და კიდევ უფრო მეტად ეფექტური მკურნალობის შედეგია“, - ამბობს Health South-east RHF-ის სპეციალისტი ულრიხ სპრენგი.
Verdens Gang-ი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ნორვეგიაში დაახლოებით 4200 ქალს დაუდგინდა მკერდის კიბო და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
ეროვნული რეესტრის მონაცემები გვიჩვენებს, რომ მათი გადარჩენის შანსი ყველა რეგიონში ერთნაირად მაღალია. 2023 წლისთვის დასახული მიზნობრივ მაჩვენებელი 88% იყო, რეალურმა კი 92,9% შეადგინა, - წერს Verdens Gang-ი.
მკერდის კიბოს მკურნალობა ადრე ყველასთვის თითქმის ერთნაირი იყო. ბოლო წლებში მკურნალობა სულ უფრო მეტად მორგებულია თითოეულ ინდივიდუალურ პაციენტზე. ასეთი მიდგომის შემდგომი გაგრძელება და განვითარება მკურნალობაში მიღწეულ პროგრესს კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს, - ამბობს ულრიხ სპრენგი.