შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“ მძიმე სამხედრო ტექნიკას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

შოიგუს უწყების ინფორმაციით, ამჟამად "ვაგნერი" მათთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაცემისთვის ემზადება.

23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერელების" ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და  ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.

რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.