ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ნოვაკის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალება გადაწყვიტა. ნოვაკის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა.
„მე შეცდომა დავუშვი. შეწყალების გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებლობას შესაძლოა, გამოეწვია ეჭვები. მე არასდროს შევიწყალებდი მას, ვინც სასტიკად ექცევა ბავშვებს. ბავშვთა დაცვა – ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა”, – განაცხადა ნოვაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი პრეზიდენტისგან, როგორც უნგრელი ელოდება, რომ ის შეცდომებს არ დაუშვებს და თუ დაუშვებს, საკუთარ თავზე შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას.
უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი ნოვაკის უფლებამოსილების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.