უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთს ნატოში გაწევრიანებას
დღეს, უნგრეთის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს, შვედეთის ნატოში გაწევრიანებას 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
უნგრეთი ნატოს წევრი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის გასფართოებას მისცა ხმა.
„ისტორიული დღე - უკვე ნატოს ყველა ქვეყნის პარლამენტმა დაუჭირა მხარი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ მზად ვართ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ნატოს უსაფრთხოებაზე“, - დაწერა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.