ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რუსეთის ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია.

„საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება." - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგარეო უწყება წერს: მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკასთან გამკლავება, აიძულოს იგი დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, დაისაჯონ რუსი დამნაშავეები ყველა დანაშაულისთვის და სისასტიკისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.