რუსეთის მიზანია შიშის გამოწვევა, მათ შორის უკრაინაში უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ​რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასიური იერიშების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ის ცდილობს, გავლენა მოახდინოს ე.წ. დასავლურ მენტალობაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

სიბიგა დარწმუნებულია, რომ ეს გავლენა წარმატებული არ იქნება.

„ჩვენი რეაქცია ამ საფრთხეებზე ნათელია, მათ შორის დღეს, როდესაც 70-ზე მეტი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მოვიწვიე რუსეთის მასიური დარტყმების ადგილების მოსანახულებლად“, – განაცხადა სიბიგამ.

სიბიგას თქმით, ამჟამად ოფიციალური კიევი პარტნიორებთან განიხილავს, რომ არ უნდა დავემორჩილოთ რუსულ შანტაჟს და რომ მსოფლიო კრემლის სურვილების საპირისპიროდ უნდა მოიქცეს.

„მსოფლიოს რეაქცია უნდა იყოს შესაბამისი: ეს არის დახმარების დამატებითი პაკეტები, დამატებითი სანქციები. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ სამხედრო საშუალებებით ვერაფერს მიაღწევს. მას თავისი ქვეყნის გადარჩენა სჭირდება, თუ ეს გამოუვა“, – განაცხადა მინისტრმა.