თებერვლის დასაწყისში, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
თურქეთში, საგანგებო სიტუაციებისა და ბუნებრივი კატასტროფების სამსახურის (AFAD) მონაცემებით, 24 თებერვალს, 44 218 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 5 914.
ამრიგად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 50 132 ადამიანს მიაღწია.
მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთის 11 პროვინციაში 240 ათასი მაშველი მუშაობას აგრძელებს, მათ შორის მოხალისეები.
თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სტიქიის ზონიდან 530 000 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო 173 000 შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა.