ირანის და შეერთებული შტატების მოლაპარაკებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის გამო ნაადრევად დასრულდა, - იტყობინება ტელეარხი „ალ ჰადათი“.
ირანის დელეგაციამ შვეიცარიაში შეერთებულმ შტატებთან მოლაპარაკებების ადგილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“, მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრ წყაროზე დაყრდნობით.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ფრთხილად უნდა იყოს თავის განცხადებებში.
„მათ მუქარას რომ რაიმე შედეგი ჰქონოდა, ისინი დღეს ჩიხში არ შევიდოდნენ. რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ, მით უფრო მეტს ვმოქმედებთ“, - დაწერა ღალიბაფმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ოთხმხრივი მოლაპარაკებების პირველი 80 წუთის განმავლობაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არანაირი განხილვა არ გამართულა.
როგორც ამბობენ, მოლაპარაკებების პირველი ნაწილი ლიბანსა და ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებას დაეთმო.
საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ იუწყება, რომ ირანსა და აშშ-ს შორის სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები შეწყდება, თუ არ შესრულდება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობა. სააგენტომ განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი პუნქტის შესრულება, მათ შორის ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები, მოლაპარაკებების წინაპირობაა.
„ტასნიმის“ ცნობით, ჟენევის მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის წევრებმა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ასევე გააპროტესტეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა.
ტრამპმა ადრე დაუკავშირდა ირანელ მომლაპარაკებლებს და დაემუქრა, რომ აშშ გაანადგურებდა ირანს, თუ ის ორმუზის სრუტეში გადაზიდვებს ჩაერეოდა.
„დაკეტავთ მას (სრუტეს - „აიპრესი“) და ქვეყანა აღარ გექნებათ. თქვენ ვერც კი დაბრუნდებით უკან თქვენს დაწყევლილ ქვეყანაში“, - დაიმუქრა ტრამპმა.




