პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის ქმედებით უკმაყოფილებას არ მალავს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ამ ყველაფერს დაიმახსოვრებს.

„საფრანგეთმა ისრაელში მიმავალი სამხედრო მარაგებით დატვირთული თვითმფრინავების საფრანგეთის ტერიტორიაზე ფრენა აკრძალა. საფრანგეთი უკიდურესად არაადეკვატური იყო „ირანელი ჯალათის“ მიმართ, რომლის წარმატებით განადგურებაც მოვახერხეთ! აშშ დაიმახსოვრებს!!!“ - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.