ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია NBC იუწყება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან კევინ მაკკარტის გადაყენების შემდეგ რამდენიმე რესპუბლიკელი კოლეგებს სპიკერად დონალდ ტრამპის არჩევისკენ მოუწოდებს. ტრამპის მრჩეველმა NBC News-ს განუცხადა, რომ სამშაბათს ღამით პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა უკვე სთხოვეს ტრამპს სპიკერის თანამდებობის დაკავება.
„ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ ის სპიკერი და შემდეგ ავირჩიოთ პრეზიდენტად. ის ამერიკას ისევ დიდებულს გახდის", წერს პლატფორმა X-ზე რესპუბლიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი.
The only candidate for Speaker I am currently supporting is President Donald J. Trump.
— Rep. Marjorie Taylor Greene🇺🇸 (@RepMTG) October 4, 2023
He will end the war in Ukraine.
He will secure the border.
He will end the politically weaponized government.
He will make America energy independent again.
He will pass my bill to stop…
„ბევრი ადამიანი მირეკავს სპიკერობასთან დაკავშირებით“, - თქვა ტრამპმა ოთხშაბათს დილით ნიუ-იორკის სასამართლოს წინ ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამოქალაქო თაღლითობის სასამართლო პროცესის მესამე დღეს.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ყველაზე უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის, რესპუბლიკური პარტიისთვის და ხალხისთვის", - დასძინა ტრამპმა.