ირანმა ნავები და სახელმწიფო ავიაკომპანია გამოიყენა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გასაგზავნად. ამის შესახებ The Guardian-ის მასალაში ვკითხულობთ, რომელიც 12 თებერვალს გამოქვეყნდა.
ირანული წყაროების თანახმად, რუსეთში გაგზავნილი დრონების ნაწილი ირანულმა გემმა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბაზიდან წაიღო, შემდეგ კი ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალების გემზე გადაიტანეს. მეორე ნაწილი ირანულმა სახელმწიფო ავიაკომპანიამ ჩაიტანა რუსეთში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ნოემბერში რუსეთმა ზღვით სულ მცირე 18 დრონი მიიღო. იქამდე თეირანს რუსეთის 10 კაციანი დელეგაცია ეწვია და რუს ოფიცრებსა და ტექნიკოსებს აჩვენეს "ირანული ტექნოლოგიების სრული სპექტრი." დელეგაციამ შეარჩია - ექვსი Mohajer-6, ასევე 12 Shahed-191 და Shahed-129.
ირანმა დრონების გამოყენების სასწავლებლად მოსკოვში ტექნიკოსები გაგზავნა.