რუსმა პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა გადაცემაში „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ განაცხადა, რომ იგი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ესაუბრა. ის ამტკიცებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ რუსი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება იგეგმება.
„დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ "ჩვენ მათ (საქართველოში მყოფ რუსებს) ქვეყნიდან გავაძევებთ, რადგან ისინი აქტიურად უჭერენ მხარს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამიტომ ჩვენ მათ გავაძევებთ“, - განაცხადა სოლოვიოვმა და არ დაუკონკრეტებია ვისთან ისაუბრა ამ თემაზე.