ებრაული და სომხური პრესის ცნობით, 11 იანვარს ვანდალების სამიზნე იერუსალიმის სომხური თემი გახდა.
იერუსალიმის სომხეთის საპატრიარქოს კანცელარიის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა კორიუნ ბაღდასარიანმა სომხეთის ახალი ამბების სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ იერუსალიმის წმინდა იაკობის საკათედრო ტაძრის კედლებზე ებრაელმა რადიკალებმა ივრითზე დაწერეს „სიკვდილი სომხებს", „სიკვდილი ქრისტიანებს, „შურისძიება".
„ასეთი წარწერები პირველად გაჩნდა სომხური მონასტრის კედლებზე. ჩვენ საჩივარი შევიტანეთ პოლიციაში. დილით პოლიციელი მოვიდა, პატრიარქმა აღშფოთება გამოხატა და დაგმო მომხდარი. ველოდებით, რომ პოლიცია ამ ქმედებაში დამნაშავე პირებს დაკავებს და შესაბამის პროცედურას წამოიწყებს", - თქვა ბაღდასარიანმა.
პორტალი timesofisrael მკითხველს შეახსენებს, რომ გასულ კვირას დააკავეს ორი მოზარდი ებრაელი, რომლებმაც სიონის მთაზე მდებარე ქრისტიანულ სასაფლაოზე 30-ზე მეტი საფლავი დაარბიეს