შვედეთის მთავრობამ უკრაინაში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26.4 მილიონი ევრო გამოყო, – იუწყება უკრაინული მედია თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საგრანტო მხარდაჭერის სახით თემებს გაეგზავნება.
„კერძოდ, საუბარია იმათზე, ვინც ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან/ბანკებიდან სასესხო სახსრებს იღებენ ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების, კომუნალური ტიპის საკუთრებებში ენერგოეფექტურობის გაზრდის, ურბანული ელექტროტრანსპორტის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად“, - აცხადებენ სამინისტროში.