შვედეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების დათვლის პროცესში ცენტრისტულ-მემარცხენე ოპოზიცია და სოციალ-დემოკრატიული პარტია მცირე უპირატესობით ლიდერობენ.
შვედეთის საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, ხმების დიდ ნაწილის დათვლის შემდეგ, მაგდალენა ანდერსონის ხელმძღვანელობით მოქმედი ცენტრისტულ-მემარცხენე ოპოზიციური ბლოკი პარლამენტში მცირე უმრავლესობის მოპოვებასთან და სავარაუდო გამარჯვებასთან ახლოსაა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება, "შვედეთს ახალი მთავრობა ეყოლება".
მიუხედავად ოპოზიციის წინსვლისა, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, უფ კრისტერსონის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციასა და ოპოზიციას შორის სხვაობა ძალზე მცირეა, რის გამოც, საბოლოო შედეგები და ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.




