შვედეთში ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე მიცემული ხმების დათვლა დასრულდა.
შვედეთის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე მიცემული ხმების დათვლა დაასრულა. საბოლოო გამარჯვებული მხოლოდ ოთხშაბათს, საზღვარგარეთის და წინასწარ მიცემული ხმების დათვლის შემდეგ საბოლოო გახდება ცნობილი.
ქვეყნის 6 626 საარჩევნო ოლქიდან 6 271-ზე მეტში ხმების დათვლის შედეგად ოპოზიცია 176 მანდატს იღებს, ხოლო „ტიდოს“ შეთანხმების ბლოკში შემავალი პარტიები (არსებული ხელისუფლებაში შემავალი პარტიები და მათთან ერთად მოაზრებული ლიბერალები) — 173-ს.
პარტიების მიერ მიღებული ხმები %%

პარტიების მიერ მიღებული მანდატები

V - მემარცხენეების პარტია
S - სოციალ-დემოკრატიული პარტია
MP - მწვანეები
C - ცენტრისტული პარტია
KD ქრისტიან-დემოკრატები
L - ლიბერალები
М - ზომიერების პარტია
SD - შვედი დემოკრატები
მოამზადა რაულ კაპანაძემ




