პოლიციის განყოფილებაში თავის ნებით მისული ქალის აღიარებითი ჩვენება იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ პოლიციას სარწმუნოდ არ მოეჩვენა, - წერს ბრაზილიური abcmais-ი. 

სან-პაულუს შტატის ქალაქ ატიბაიას პოლიციის განყოფილებაში ძმასთან ერთად მისულმა 34 წლის ქალმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მივიდა მათთან, რათა აღიაროს დანაშაული.

ახლახან მე ქმარს პენისი მოვჭერი, ფოტო გადავუღე, უნიტაზში ჩავაგდე და ჩავრეცხე, - უთხრა პოლიციელებს ქალმა.

პოლიციელებს ქალის ნაამბობი მას შემდეგ დაიჯერეს, რაც გადაუდებელი დახმარების სამსახურში დარეკეს და შეიტყვეს, რომ 39 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი.

ქალის თქმით, მას უთხრეს, რომ მისი დაბადების დღეს მეუღლემ 15 წლის ძმისშვილთან უღალატა. იგი საშინლად გაბრაზდა და შურისძიება გადაწყვიტა.

სახლში ვიყავით, მე ის აღვაგზნე, შემდეგ ქვედა საცვლით ხელები შევუკარი, ერეგირებული პენისი სამართებლით მოვაჭერი, უნიტაზში ჩავაგდე და ჩავრეცხე, - განაცხადა ქალმა და იქვე დაამატა: მსმენია, რომ მოჭრილის უკან მიკერებაა შესაძლებელი და ამიტომ ჩავრეცხე.

ქალის ძმამ, რომელიც დის და სიძის მეზობლად ცხოვრობს, პოლიაციას განუცხადა, რომ შემოესმა, სიძე როგორი საშინელი ხმით ყვიროდა და უხმობდა საშველად და ოთახში შესულმა დაინახა სიძე, რომელსაც ტრუსიდან თქარა-თქურით ჩამოსდიოდა სისხლი და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

გავედი, რათა სახლში მანქანის გასაღები ამეღო და წამეყვანა, მაგრამ დავინახე, რომ ის ფეხით თავად წავიდა გადაუდებელი დახმარების სამსახურისკენ, რომელიც იქვე ახლოსაა, - განუცხადა ქალის ძმამ პოლიციელებს.

ქალს ბრალი წაუყენეს და სასამართლომდე სახლში იქნება, საავადმყოფოში მყოფი დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება.