საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.
„საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. რომელი საგამოძიებო კომისია უშველის ამ ადამიანს. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი, ღირებულებითი სხვაობა ხომ ჩანს?! რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ეს არის იმის თქმა, რომ როგორც ჩანს, არ მივაჩნივართ ხალხად, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან კარგად იციან, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათი იდეოლოგებისთვის ფულის მიცემა რა რეაქციებს გამოიწვევს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.