რუსულმა სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს დმიტრი გორდონს დაუსწრებლად მიუსაჯა 14-წლიანი პატიმრობა.
ჟურნალისტს "ტერორიზმის გამართლებას", "რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწოდებას", "რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ცნობების" გავრცელებას ედავებიან.
საქმის აღძვრის მიზეზი 2022 წლის მარტში გორდონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა გახდა, რომელშიც ჟურნალისტი "აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდა".
გორდონის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში პირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა.