29 ივლისის ღამეს, ზაპოროჟიეს ოლქში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად, თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ინფორმაციას ოლქის სამხედროადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

"ღამით მტერმა ზაპოროჟიეს ოლქი 8-ჯერ დაბომბა, სავარაუდოდ, ფუგასური ავიაბომბებით. მათ ასევე დაარტყეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. 16 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა," - წერს ფიოდოროვი.

მისივე თქმით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

თავდასხმის შედეგად დაინგრა სასჯელაღსრულების დაწესებულების შენობა, ასევე დაზიანდა ახლომდებარე კერძო სახლები.