უკრაინული მედიის ცნობით, 25 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმისას გამოიყენამოიერიშე დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.
კიევის ოლქში რუსული საჰაერო ძალების მასშტაბური თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა რეგიონის ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი შენობების დაზიანება დაფიქსირდა ბროვარის, ბელოცერკოვის, ბუჩანისა და ობუხოვის რაიონებში.
ადგილზე მუშაობდნენ მაშველები, საგამოძიებო ჯგუფები და ექიმები.
ასევე რუსულმა რაკეტამ ტერნოპოლის სამრეწველო ზონას დაარტყა, რამაც ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გამოიწვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ფასადები.