რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს ხვდება. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია მეხუთე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ.
პუტინს მასშტაბური დახვედრის ცერემონიალი მოუწყვეს, შესრულდა რუსეთისა და ჩინეთის ჰიმნები.
ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 75-ე წლისთავია და რომ ის და პუტინი ერთმანეთს 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ:
"გასული წლების განმავლობაში, მე და პრეზიდენტი პუტინი 40-ზე მეტჯერ შევხვდით, მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა, რათა სტრატეგიულად წარმართულიყო ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები, განვითარებულიყო ჯანსაღი, სტაბილური და შეუფერხებელი გზით".
მან აღნიშნა, რომ ურთიერთობები "იოლი არ ყოფილა" და რომ ორივე მხარემ კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასოს და დაიცვას ის.