რუმინეთმა თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნა.

რუმინეთი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ "საჰაერო სივრციდან ობიექტების ვარდნის შესაძლებლობა" იყო.

ამჟამად დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფება და საჰაერო განგაში გაუქმებულია.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, იონუტ მოსტეანუს თქმით, მოსახლეობა საფრთხეში არ ყოფილა, ხოლო ქვეყანა საკუთარ საჰაერო სივრცის დაცვას განაგრძობს.

პარალელურად, უკრაინაში პოლონეთთან მოსაზღვრე რეგიონებში რუსული დრონების იერიშების საფრთხის გამო პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა და ლუბლინის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა.

მოგვიანებით, სარდლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ოპერაცია დასრულდა და უკრაინაში ვითარების მეთვალყურეობას განაგრძობს.