ევროკავშირმა საქართველოს პრეზიდენტსა და პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.
"6 დღის განმავლობაში მამაცი ქართველები რეჟიმის მიერ კონსტიტუციის დარღვევას წინააღმდეგობას უწევენ. ევროკავშირი არა უფრო მისაღებ ვარიანტს, არამედ ყველა ქართული ინსტიტუტისთვის ვალდებულებას წარმოადგენს. უსაფრთხოების ძალების სისასტიკე სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ევროკავშირმა პრეზიდენტსა და პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს", - წერს როთი.
For 6 days brave Georgians have been resisting the regime's breach of the constitution. 🇪🇺 is not a nice-to-have but an obligation for all 🇬🇪institutions. The brutality of security must be stopped immediately. 🇪🇺 must unequivocally stand by the President and the pro-Europeans. pic.twitter.com/kTkCgZqotl
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) December 4, 2024