რომის პაპმა ფრანცისკემ, მოუწოდა „ჰამასის“ მებრძოლებს, გაათავისუფლონ მძევლები. მისივე თქმით, ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება. იუწყება Reuters.
მან ასევე გამოხატა დიდი შეშფოთება ისრაელის მიერ ღაზას დაწესებული ბლოკადის გამო.
„ტკივილითა და შიშით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“, - განაცხადა მან.