დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ მისთვის გაგზავნილ წერილში რომის პაპი მიესალმება მას და არწმუნებს მას, რომ ლოცულობს, რათა ყოვლისშემძლე ღმერთმა მისცეს სიბრძნე, ძალა და გაუწიოს მფარველობა მისი უაღრესად საპასუხისმგებლო მოვალეობების შესრულებისას.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციასთან დაკავშირებით, გულწრფელად მოგესალმებით თქვენ და გარწმუნებთ, რომ ვლოცულობ, რათა ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე და ძალა და გმფარველობდეს თქვენ თქვენი უაღრესად საპასუხისმგებლო მოვალეობების შესრულებისას, - წერს რომის პაპი დონალდ ტრამპს და განაგრძობს:
შთაგონებული თქვენი ქვეყნის იდეალებით, ქვეყნის შესაძლებლობებისა და სტუმართმოყვარეობის ყველასთვის, იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ამერიკელი ხალხი იქნება ბედნიერი და მუდამ შეეცდება ააშენოს უფრო სამართლიანი საზოგადოება, სადაც არ იქნება ადგილი სიძულვილის, დისკრიმინაციისა და გარიყულობისთვის.
რომის პაპი ასევე იმედოვნებს, რომ ტრამპი ძალ-ღონეს არ დაიშურებს მშვიდობის ხელშეწყობისთვის.
იმ დროს, როცა კაცობრიობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ომის უბედურებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მე ასევე ვთხოვ ღმერთს მიმართოს თქვენი ძალისხმევა ერებს შორის მშვიდობისა და შერიგების ხელშეწყობისთვის, - წერს ფრანცისკე.
კვირას, დონალდ ტრამპისთვის წერილის გაგზავნამდე, რომის პაპმა იტალიურ ტოქშოუში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ემიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებით კითხვაზე განაცხადა: თუ სიმართლეა, ეს არის „სირცხვილი“.