აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციების დაწესებას გეგმავს, რომელიც 8 აგვისტოს გამოცხადდება
ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგად ჩაიარა, თუმცა ვაშინგტონი მაინც გეგმავს მეორადი სანქციების დაწესებას.
„რუსები მზად არიან, გააგრძელონ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. მოსალოდნელია, რომ მეორადი სანქციები მაინც დაწესდება რუსეთზე პარასკევს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“.
აშშ სანქციების დაწესებას რუსული ნავთობის მყიდველებზე გეგმავს.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დღევანდელი შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, სადაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
თარგმანი: პირველი არხი