ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ამერიკაში ვიზიტისთვის ემზადება. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ნარენდრა მოდისა და ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტარიფების შემცირება და ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში იმპორტის გაზრდა იქნება.

როგორც „როიტერი“ წერს, ნარენდრა მოდის სურს, თავიდან აიცილოს ამერიკასთან პოტენციური სავაჭრო ომი და გააძლიეროს ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭრო კავშირები განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპი ბევრ ქვეყანას ტარიფების მატებით დაემუქრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთი გეგმავს, ტრამპის ადმინისტრაციას შეერთებული შტატებიდან ენერგორესურსების იმპორტის გაზრდა შესთავაზოს. როგორც გათხევადებული ბუნებრივი აირის მსოფლიოში მეოთხე უდიდესი იმპორტიორმა, ინდოეთმა, შესაძლოა, აიძულოს თავისი ნავთობკომპანიები, მეტი გათხევადებული აირი შეიძინონ ამერიკიდან.

თარგმანი: პირველი არხი