რუსული საექსპორტო სორტის ნავთობის ფასი ბიუჯეტით პროგნოზირებულ მაჩვენებელს 40%-ით ჩამოსცდა - გასული 2 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსული ნავთობის ფასი სამიზნე მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

ამგვარად, URALS-ის მარკის ნავთობის ფასი სასაქონლო ბირჟებზე 48 დოლარს ჩამოსცდა, მაშინ, როდესაც საბიუჯეტო წესი ბარელზე 69 დოლარს პროგნოზირებდა.

ეს გასული 2 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია - ბოლოს ასე იაფი რუსული ნავთობი 2023 წლის მაისში ღირდა. ნავთობის ფასის კლების პარალელურად გასულ კვირას რუსეთის მთავრობა გაზარდა ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ს 0.5%-დან 1.7%-მდე.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ფასების ამგვარი დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის მთავრობა იძულებული იქნება შეამციროს სოციალური ხარჯები, ან გაზარდოს გადასახადები.

რუსული მედიის ცნობით, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს გეგმაზე, რომელიც საბიუჯეტო წესით გაწერილი ქვედა საფასო ათვლის დონის შემცირებას ითვალისწინებს - ამგვარად ზემოგებად, რომელიც დაბეგვრას დაექვემდებარება 60 დოლარის ნაცვლად 50 დოლარი ჩაითვლება.