ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი, ომარ ბინ ლადენი საფრანგეთიდან გააძევეს.
გამოცემის ცნობით, გაძევების მიზეზი ომარ ბინ ლადენის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარები გახდა, რომლებიც ტერორიზმის განდიდების ელემენტებს შეიცავდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბინ ლადენის შვილს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ომარ ბინ ლადენი უკვე დეპორტირებულია, თუმცა დეტალები იმის შესახებ, თუ სად გააგზავნეს იგი, საფრანგეთის შსს-ს ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია.
"ბატონმა ბინ ლადენმა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა ორნის რეგიონში, როგორც ბრიტანელი მოქალაქის მეუღლე, 2023 წელს თავის სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ტერორიზმის განდიდების შემცველი კომენტარები. ადმინისტრაციული აკრძალვა უზრუნველყოფს, რომ ბატონი ბინ ლადენი ვერანაირი მიზეზით ვერ დაბრუნდება საფრანგეთში", – დაწერა რეტაიომ სოციალურ ქსელში.