ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა თქვა, რომ რუსეთის მიერ NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევა "უკიდურესად უპასუხისმგებლოა" და ამას ალიანსის წევრ ქვეყნებს სათანადო პასუხი უნდა გასცენ, მათ შორის, "სამხედრო" გზით.
პაველმა განმარტა, რომ NATO-ს წევრებმა რუსეთს "ადეკვატურად" უნდა უპასუხონ და "ეს სამხედრო პასუხსაც გულისხმობს".
"იძულებული ვარ, რომ ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელად მოვიხსენიო, რადგან საჰაერო სივრცის დარღვევა - ეს თავდაცვის მექანიზმების გააქტიურების და, შესაბამისად, ასეთი თვითმფრინავის ჩამოგდების საფუძველია, ეს კი არც ჩვენი და არც რუსული მხარიდან არავის არ სურს". - თქვა პაველმა.
პაველმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი კონფლიქტის პირას ბალანსის დაჭერას საჭიროებს, თუმცა ბოროტებისთვის დათმობა მიუღებელია.
"რუსეთი ძალიან მალე მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და დაშვებული საზღვრები დაარღვია. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტის პირას ბალანსის დაჭერის საკითხია, თუმცა ბოროტებისთვის დათმობა უბრალოდ მიუღებელია. რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ დავრთავთ ნებას". - თქვა პაველმა.