პენტაგონის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი დაკარგა და ახლა მთავარ ფსონს ადამიანურ რესურსზე დებს.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის სელესტ ვალანდერიუს თქმით, დანაკარგი განსაკუთრებით ეხება რუსების სახმელეთო ძალებს, რომელთა შესაძლებლობების დაახლოებით 80% უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული.
თუმცა მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის საზღვაო პოტენციალი საუკეთესო მდგომარეობაშია და გარკვეული ხარვეზები, მათ შორის დრონების მიწოდება, ირანის ხარჯზე ივსება.
ვალანდერმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოოდ, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს. თუმცა, ომის დასრულების შესახებ პროგნოზის გაკეთება არ ისურვა.