არაბული და ებრაული სააგენტოები პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ   მდინარე იორდანის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტულკარმის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის ჯარის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18 კაცამდე გაიზარდა.

ისრაელის არმია ადასტურებს ქალაქ ტულკარმზე თავდასხმის ფაქტს, თუმცა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის არმიამ ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ რაიონში მდებარე „ჰეზბოლას" ორი ობიექტის მახლობლად 500 მეტრის რადიუსში  მცყოფ ლიბანელებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა.

ლიბანის მედიის ცნობით, ბრძანების გაცემიდან მცირე ხნის შემდეგ ისრაელმა აღნიშნულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.



„ჰეზბოლა" აცხადებს, რომ საზღვრის გასწვრივ შეტაკებისას 17 ისრაელელი ჯარისკაცი მოკლა. ისრაელის არმია აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. 

ისრაელის არმიის მიერ გაეროს უშიშროების მანდატით ლიბანში მყოფი სამშვიდობოების 11000-კაციანი ჯგუფი, მიუხედავად ისრაელის არმიის მოწოდებისა, გადაწეულიყვნენ საზღვრიდან 5 კმ-ით ჩრდილოეთით, კვლავ რჩებალიბანის და ისრაელის გამყოფ საზღვარზე.

„მხარეები ვალდებულნი არიან პატივი სცენ სამშვიდობოების უსაფრთხოებას და მე მინდა დაჟინებით მოვითხოვო ეს" - აცხადებს სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელი ჟან-პიერ ლაკრუა.