ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას.
ისრაელის პოლიციის მიერ 3 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სიონის მთაზე, პროტესტანტულ სასაფლაოზე, რომელიც ახლა ეკუთვნის ანგლიკანურ ეკლესიის მისიონერთა ნდობის ასოციაციას, უცნობმა ვანდალებმა 30-ზე მეტი საფლავი დაარბიეს.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს შეტყობინება ვანდალიზმის შესახებ. პოლიციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს ამობრუნებული და დამტვრეული საფლავის ქვები.
timesofisrael-ი წერს, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ორი ებრაელი მამაკაცის მიერ საფლავის დარბევის მომენტია აღბეჭდილი.
იერუსალიმის საუნივერსიტეტო კოლეჯის ცნობით, ორი თინეიჯერი ვანდალის მიერ დარბეულია 30 საფლავი.
მიყენებული ზარალის დაახლოებით 100 000 დოლარია, - წერს „იერუსალემ პოსტი" და დასძენს:
ამ სასაფლაოზე დაკრძალულია ადამიანი, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს 1200 ებრაელი გადარჩინა და რომლის შესახებაც გადაღებულია შვიდი ოსკარის მფლობელი ფილმი „შინდლერია სია". ასევე აქ არის იმ ადამიანთა ნეშტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისრაელის დედაქალაქის, იერუსალიმის ისტორიასა და განვითარებაში. მათ შორის არიან კონრად შიკი, ჯორჯ დუგლას იანგი, ჯეიმს ლესლი სტარკი და ჰორაციო სპაფორდი.
„ზიანი მიაყენეს არა მხოლოდ ქრისტიანულ საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის, იერუსალიმის მემკვიდრეობის დიდ ნაწილს“, - ნათქვამია იერუსალიმის საუნივერსიტეტო კოლეჯის განცხადებაში.