თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია.
უნგრეთს და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავის დამყარების აღსანიშნავად გამართულ სხდომაზე ჩასულმა ბუდაპეშტში ჩასულ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ცხენი, სახელად „ნონიუსი" აჩუქა.
თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიქტორ ორბანს პირველი თურქული ელექტრომობილი „ტოგა" ნომრით HUTR-100 აჩუქა.