გერმანიის ფედერალურ არჩევნები განსაკურებით წარმატებული აღმოჩნდა ულტრამემარჯვენე პარტიისთვის „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი გააორმაგა და მოპოვებული 20,8%-ით მეორე ადგილზე გავიდა. ამასთან, აღმოსავლეთ გერმანიაში, ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, პარტიას ამომრჩეველთა 40%-მა დაუჭირა მხარი.

პარტიის ლიდერს, ალის ვაიდელს არჩევნებში წარმატება დემონსტრაციულად, პლატფორმა X-ზე მიულოცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანმა, რომელსაც ალის ვაიდელთან შეხვედრა 12 თებერვალს, ბუდაპეშტში ჰქონდა, ტვიტში დაწერა:

„გერმანელი ხალხის დიდმა რაოდენობამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი. მინდა მივულოცო ალის ვაიდელს  „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიცემული ხმების წილის გაორმაგება. წარმატებები და დაე, დალოცოს ღმერთმა გერმანია!“

ვიქტორ ორბანის ტვიტი გაიზიარა და მილოცვას შეუერთდა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც არჩევნების წინ არაერთხელ ღიად გამოხატა ულტრამემარჯვენე პარტიისადმი მხარდაჭერა. მან ვიქტორ ორბანის ტვიტი გაიზიარა და დაწერა:

„ნამდვილად, ვულოცავ ალის ვაიდალს! ზრდის ასეთი ტემპით „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შემდეგი არჩევნებისთვის უმრავლესობის პარტია გახდება“.


„გარდიანი“ ყურადღებას მიაპყრობს იმ უჩვეულო გარემოებას, რომ არც ორბანს და არც მასკს  ფრიდრიხ მერცისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს.