სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებას ულოცავს.
"ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია საქართველოსთვის, რადგან არჩევნები გაიმართება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და მის ეკონომიკურ განვითარებაში", - აღნიშნა ევროკომისარმა.
Congratulations to the newly appointed Prime Minister of #Georgia,
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) February 8, 2024
Irakli Kobakhidze.
2024 is a crucial year for the country as its people will head to elections.
We continue to support 🇬🇪 as an #EU candidate country on its reform agenda & its economic development.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ მინისტრად პარლამენტმა ირაკლი კობახიძე დაამტკიცა. ირაკლი კობახიძეს მხარი დაუჭირა - 84 მა დეპუტატმა, 10 კი წინააღმდეგი იყო.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა, პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.
შესაბამისად, ცვლილებები შეეხო მინისტრთა კაბინეტს, რომლის ნდობის ხელახალი გამოცხადების .საკითხი დადგა დღის წესრიგში.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო - ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ცვლის.
მთავრობა პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.