სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში ჩავიდა, - იტყობინება ირანული მედია.
"მე ოფიციალურ ღონისძიებას დავესწრები, რათა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა და მათ თანმხლებ პირებს პატივი მივაგო და სამძიმარი გამოვხატო“, - თქვა ფაშინიანმა.
ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.