ნიდერლანდები უკრაინას €175 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, რუბენ ბრეკელმანსის მიხედვით, დახმარებაში შედის დრონების დასაფიქსირებელი 100 რადარი და 20 სამედიცინო. რადარებს, რომლებიც ოკუპანტების მიერ გაშვებულ დრონებს დააფიქსირებს, უკრაინას წლის ბოლომდე მიაწვდიან.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნიდერლანდებმა უკრაინისთვის €10 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის პირობა დადო.