ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მედია ავრცელებს.

ნიდერლანდები ბოიკოტს გამოუცხადებს ევროვიზია 2026-ს, თუ ისრაელს მონაწილეობის უფლება მიეცემა, - განაცხადა ჰოლანდიურმა მაუწყებელმა AVROTROS-მა.

ნიდერლანდები მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც გამოაცხადა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაგეგმილი ევროვიზია 2026-ის ბოიკოტი. 

ისლანდიის, სლოვენიისა და ესპანეთის მთავრობებმა და მაუწყებლებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ევროვიზიაში, თუ მასში მონაწილეობის უფლებას ისრაელს მისცემდნენ.  ირლანდიურმა მაუწყებელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ასევე ხელს შეუშლის ქვეყნის მონაწილეობას ყოველწლიურ კონკურსში.