ამის შესახებ ინფორმაციას Helsingin Sanomat-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტიებმა პარასკევს შეთანხმებას მიაღწიეს ტაქსის რეგულაციებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

ახალი რეგულაციების თანახმად, მრიცხველების დაყენება სავალდებულო გახდება ყველა ტაქსისთვის, მათ შორის მობილური აპლიკაციის საშუალებით მომუშავე ტაქსისთვისაც. გარდა ამისა, ტაქსებისთვის შემოღებული იქნება ფერადი სანომრე ნიშნები.

სამთავრობო კოალიციაში შემავალ პარტიებს ტაქსის ტარიფების რეგულირების შესახებ გეგმები არ ჰქონდათ დასახული, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ახალი წესები ფასების მატებას გამოიწვევს, გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რომ მრიცხველი 1000-2000 ევრო ღირს და ჩეკის გაცემის ვალდებულება საგადასახადო ორგანოებს კონტროლს და შესაბამისად, ტაქსის მფლობელებისგან მეტი თანხის ამოღებას უადვილებს.

პარტიები ასევე შეთანხმდნენ ქარის ჰიიდროტურბინებს და სახოვრებელ სახლს შორის დასაშვები მანძილის 800 მეტრიდან 1250 მეტრამდე გაზრდის შესახებ.

სამთავრობო შეთანხმება პარლამენტს დასამტკიცებლად 2026 წლის გაზაფხულზე წარედგინება.