მოსკოვში 50-სართულიან კომპლექსს, Москва-Сити-ს უპილოტო საფრენი აპარატი უკვე მეორედ დაეჯახა და აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაზიანებულია კომპლექსის 21-ე სართულის ფასადი. ეს უკვე მეორე თავდასხმაა ბოლო სამი დღის განმავლობაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და რუსეთის პროპაგანდისტული მედია ირწმუნებოდა, რომ ეს უკრაინის თავდასხმა იყო. მათივე მტკიცებით, ჯამში 3 თავდასხმა მოიგერიეს, აქედან 1 დრონი მოსკოვის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ჩამოაგდეს, ხოლო ქალაქ მოსკოვში 2 უპილოტო აპარატი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.
"30 ივლისს დილით, კიევის რეჟიმის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობა მოსკოვის ობიექტებზე აღკვეთეს." - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჩამოვარდნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შენობის ერთი სართული სრულად განადგურდა. მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა.