რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
"თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს აშშ-ს ძლევამოსილ პრეზიდენტში, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და საკუთარი გზით გააგრძელებს სიარულს.
რაც შეეხება ინდოეთისა და რუსეთის "მკვდარ ეკონომიკას" და "სახიფათო ტერიტორიაზე შესვლას" – კარგი, გაიხსენოს თავისი საყვარელი ფილმები "მოსიარულე მკვდრებზე" და ასევე, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებაში არარსებული "მკვდარი ხელი", წერს მედვედევი.