ირანი მშვიდობისთვის იღწვის, მაგრამ ზეწოლას არ დაექვემდებარება, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკინიანმა განაცხადა.
ირანის ლიდერის თქმით, ამერიკა იარაღით ამარაგებს ისრაელს, მაშინ, როცა ირანს მოუწოდებს, რომ არ ჰქონდეს რაკეტები თავდავისთვის, შემდეგ კი ირანს ბომბავს.
„ჩვენ გვსურს მოლაპარაკებების გამართვა საერთაშორისო ჩარჩოების მიხედვით, მაგრამ არა ისე, მათ რომ გადაწყვიტონ გვქონდეს თუ არა ბირთვული მეცნიერება ან უფლება, თავი რაკეტებისგან დავიცვათ. ჩვენ გვსურს, ამ სამყაროში მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრება, მაგრამ არა დამცირებულად ყოფნა. მიუღებელია, რომ ისინი გვახვევენ თავს იმას, რაც მათ სურთ და ჩვენ უბრალოდ უნდა ვემსახუროთ“, – განაცხადა პეზეშქიანმა.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს სურს, ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნას.
თარგმანი: პირველი არხი







