აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და სირიას შორის რამდენიმე საათში დეესკალაციისკენ პროგრესი იქნება მიღწეული. ამის შესახებ რუბიომ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტისა და ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრის, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფას შეხვედრის დროს  ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვკონტაქტობდით ორივე მხარესთან და გვჯერა, რომ რეალური დეესკალაციის გზაზე ვართ. შემდეგ, იმედია, დავუბრუნდებით სირიის აღდგენის გზას, დავეხმარებით მათ სახელმწიფოს აშენებაში და ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო სტაბილური სიტუაციის მიღწევაში. ასე რომ, მომდევნო რამდენიმე საათში ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ რეალურ პროგრესს, რაც დაასრულებს იმას, რასაც ბოლო რამდენიმე საათია, ვხედავთ“, – განაცხადა რუბიომ.

თარგმანი: პირველი არხი