ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის კანდიდატად დასახელებულმა მარკო რუბიომ დღეს, სენატში, მისი მოსმენის დროს გააკეთა.

მარკო რუბიოს თქმით, „არარეალურია იმის დაჯერება“, რომ უკრაინას შეუძლია რუსული ჯარების დაბრუნება იმ ადგილებამდე, სადაც ისინი 2022 წლის შეჭრამდე იყვნენ. იგი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია ომის დასრულებისკენ უნდა იყოს მიმართული.

არარეალურია გჯეროდეს, რომ უკრაინის ზომის ქვეყანა რამენაირად შეძლებს, რაც არ უნდა სუსტი იყოს და რა ზიანიც არ უნდა ჰქონდეს მიყენებული რუსეთის ფედერაციას ამ შემოჭრის შემდეგ, მათ იქამდე უკან დაახევინოს უკან, სადაც ისინი შეჭრის დაწყებამდე იყვნენ. უბრალოდ, ზომების დინამიკის გათვალისწინებით, - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტში მის დანიშვნის დასტურის მისაცემ მოსმენაზე მყოფმა მარკო რუბიომ.

რუბიოს არ სჯერა, რომ უკრაინას ჰყავს საკმარისი ხალხი, რათა მთელ ფრონტზე შეავიწროოს რუსეთი და დაახევინოს მას უკან.

პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინა დგას, ის კი არ არის, რომ მათ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ უკრაინელების რაოდენობა, ჯარისთვის საჭირო ცოცხალი ძალა, მცირდება - თქვა რუბიომ.

რუბიოს თქმით, ის და ტრამპი თანხმდებიან, რომ ომი უნდა დასრულდეს და გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია ომისთვის მკაფიო „საბოლოო მიზნის“ არდასახვის გამო.

ის, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია, ეს სადავო არ არის, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა უნდა იყოს, რომ ჩვენ გვინდა ომის დასრულება, - თქვა რუბიომ.

ბაიდენის ადმინისტრაციის ამტკიცებდა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების წამოწყება უკრაინელების შეხედულებისამებრ უნდა მომხდარიყო, ჩვენი მიდგომა ამ მოსაზრებისგან განსხვავდება. უკრაინას უნდა ჰქონდეს ბერკეტები მოლაპარაკებებში, მაგრამ უკრაინასაც და შეერთებულ შტატებსაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა რუსეთთან.

„რუსეთის ფედერაციას, ასევე უკრაინელებს და შეერთებულ შტატებს, მოუწევთ დათმობებზე წასვლა“, - განაცხადა რუბიომ.