ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
კომპანია Meta-მ 1 მილიონი დოლარი შესწირა ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო ფონდს, რაც აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მიერ მომავალ პრეზიდენტთან ერთ დროს დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
კომპანიამ შემოწირულება მარ-ა-ლაგოში მარკ ცუკერბერგის დონალდ ტრამპთან შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ განახორციელა და ამით აჩვენა, რომ 2021 წლის 6 იანვრის ამბების შემდეგ თავის პლატფორმებზე ტრამპის აკრძალვის პოლიტიკამ მნიშვნელოვანი შემობრუნება განიცადა.
ჯერ კიდევ მარტში, ტრამპმა უწოდა ფეისბუქს „ხალხის მტერი“ და ამას კომპანია Meta-ს აქციების 4%-ზე მეტით დაცემა მოჰყვა.
საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ცუკერბერგმა აშკარად გამოხატა აღფრთოვანება ტრამპის რეაქციაზე მასზე თავდასხმის დროს.
სროლის შემდეგ ფეხზე წამომდგარი, სისხლით სახემოსვრილი და მუშტშემართული ტრამპი ამერიკის დროშის ფონზე „ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში“, - თქვა მან ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.