ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, რომელიც NATO–ს გენერალური მდივნის თანამდებობას 1 ოქტომბრიდან დაიკავებს, აცხადებს, რომ "NATO არის და იქნება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი".

"ჩემთვის დიდი პატივია NATO–ს გენერალურ მდივნად დანიშვნა. ალიანსი არის და იქნება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა არის პასუხისმგებლობა, რომელსაც სერიოზულად ვუყურებ. მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს ნდობისთვის. დიდი ენერგიით ველოდები ამ როლის შესრულებას ოქტომბერში, როგორც იენსტოლტენბერგის მემკვიდრე, რომელმაც ალიანსის გამორჩეული ლიდერობა უზრუნველყო ბოლო 10 წლის განმავლობაში", – წერს რუტე სოციალურ ქსელში.

დღეს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს NATO-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშვნის თაობაზე.