ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსი რუსეთის გვერდით დგას, თუმცა უკრაინელ ხალხსაც ეხმარება. ამის შესახებ ლუკაშენკომ წმინდა ელისაბედის ქალთა მონასტერში საშობაო ლიტურღიაზე დასწრების შემდეგ განაცხადა.
"ცხადია ჩვენ ვეხმარებით ჩვენ რუსს ძმებს, ეს არასოდეს დამიმალავს. ჩემი გუშინდელი ვიზიტიც ბელარუსში განლაგებულ რუს სამხედროებთან ამის დადასტურებაა. მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ უკრაინელებს, დაახლოებით 10 ათასმა უკრაინელმა, თავშესაფარი ჩვენთან ნახეს და საცხოვრებლად ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ",- თქვა ლუკაშენკომ.